11-13 აგვისტოს გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა, ზაზა დავითაიამ და ფეისბუქ-ანგარიშმა ,,ფან ტინა” გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი ინფორმაციით, ერაყშია გადაღებული და ადგილობრივების მიერ ჩატარეულ ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქციას ასახავს. ვიდეოში ჩანს მსვლელობა, რომელსაც ქრისტიანული სიმბოლოებით — ჯვრებითა და ხატებით მიუძღვებიან. ასევე, მონაწილეებს აცვიათ ჯვრის გამოსახულებიანი მაისურები. ზაზა დავითაია ამბობს, რომ «პროტესტის ნიშნად, რაც საფრანგეთში მოხდა», ერაყელი მუსლიმები ქრისტიანებს...