26 აგვისტოს ფეისბუქ-მომხმარებელმა ,,მაია თვალთვაძე” და სხვა რუსულენოვანმა ანგარიშმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავსტრალიაში ჯანმოსა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) და გაეროს ადამიანების უნებართვოდ აცრის უფლება ექნებათ. თვალთვაძის მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აღნიშნული უფლება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ მიენიჭათ. მტკიცება, რომ გაეროს სპეციალიზებულ სააგენტო ჯანმოს ავსტრალიის მოქალაქეების იძულებით აცრის უფლება აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. გამონაკლისების გარდა,...