3-5 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდმა Tbilisi International-მა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა (1,2,3,4,5,6,7), რომელთა თანახმადაც თბილისის აეროპორტი დაკარგულ ბარგს ყიდის. პოსტებს თან ერთვის ბარგის ფოტოები, ფოტოებზე ასევე ჩანს ყვითელი ბანერი ფასით, რამდენიმე ბანერზე წარწერა ქართულ ენაზეა, ხოლო დანარჩენზე — ებრაულ ენაზე. თბილისის აეროპორტის სახელით შექმნილი გვერდი თაღლითური შინაარსისაა და თბილისის აეროპორტთან კავშირი არ აქვს. ინფორმაცია ბარგის გაყიდვის შესახებ ოფიციალურმა...