28 სექტემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Mamuka Chargazia გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო (ე.წ. რილსი), რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, თინა ბოკუჩავას, მიხეილ სააკაშვილის, ზურა ჯაფარიძის, თამარ ჩერგოლეიშვილის, ანა ბუჩუკურის და სხვების ვიდეოებითაა შექმნილი, ისინი მხოლოდ ერთ სიტყვას “ომს” ამბობენ. ვიდეოკოლაჟი გრძელდება ხელისუფლების წევრების, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და პატრიარქის, ილია II-ის ვიდეოების ფრაგმენტებით, რომლებშიც ისინი...