24 სექტემბერს, ფეისბუქ მომხმარებელმა ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია ინტერვიუ მსახიობი ჯეისონ სტეითემთან. მსახიობი სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაზე და საზოგადოებაში მათ როლზე საუბრობს. სტეითემის თქმით, ბანკირები ყველაფერს იზამენ, რათა ხალხს დარჩეს ვალები. ვიდეოს გახმოვანების თანახმად, მსახიობი ასევე ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ყველაფერს იზამენ, რომ ხალხმა იავადმყოფოს, იარაღის მწარმოებლები ყველაფერს იზამენ, რომ ხალხმა ყოველთვის იომოს, მედია...