14 ოქტომბერს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ-გვერდმა «ბრძენი კრიტიკოსი» გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ავტორის კითხვებს კოალიცია «ძლიერი საქართველოს» წევრი, ალეკო ელისაშვილი პასუხობს. ვიდეოში ჩნდება წარწერები, მინიშნებები, რომელთა მიხედვითაც ელისაშვილმა კოალიციის წევრები უნდა ამოიცნოს. მაგალითად, წარწერებზე «თაღლითი» და «მევახშე», პოლიტიკოსი პასუხობს: «ეს ხაზარაძეა». ვიდეოში ისმის ავტორის ხმაც, რომ მისი პასუხი სწორია. კადრებში გვხვდება სხვა დამამცირებელი წარწერებიც. ალეკო ელისაშვილის ვიდეო...