7-9 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ antifashist.com, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა გაავრცელეს ბანერის ფოტოები, რომელზეც უკრაინელი სამხედრო უკრაინის და ცისარტყელის დროშების ფონზეა გამოსახული. ბანერზე შემდეგი წარწერაა: “ჩვენ გვაქვს რაღაც დასაცავი”. სტატიის მიხედვით, ეს ბანერები სუმიში, ვასკრესენსკას ქუჩაზე, ლგბტქ+ სამხედროების პიარკამპანიისთვის დადგეს. აღნიშნული ფოტოები, დიდი ალბათობით, ტელეგრამ-არხ “Суми: Головне”-ის 4 ოქტომბერის პოსტიდან გავრცელდა. გავრცელებული ფოტოები, თითქოს სუმიში, ვასკესენსკას ქუჩაზე,...