9 მარტს ფეისბუქზე აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასიგნალებს უცნობი მამაკაცი, შემდეგ კი პოლიციელის ქუდსა და მოსაცმელს მანქანის თავზე აწყობს, რასაც გარშემო მყოფი ადამიანები ტაშითა და გამამხნევებელი შეძახილებით ხვდებიან. ვიდეო რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის “პალიტრა ნიუსმა”, “რეფორმა TV-მ” და “Mix.Metronome.Ge-მ”, ასევე ფეისბუქ გვერდებმა (1,2,3) და ანგარიშებმა (1,2,3,4,5) გაავრცელეს. თანდართული აღწერის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება პოლიციელია,...