14 მარტს ტელეკომპანია “იმედის” და “POSTV-ის” ახალი ამბების ფეისბუქ გვერდებზე სახელისუფლებო ექსპერტის გია გაბრიჭიძის პოსტი გავრცელდა, რომელშიც ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამავე დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. პოსტის მიხედვით, ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რონალდ რეიგანი საუბრობდა, როდესაც ამბობდა, რომ “თუ ფაშიზმი ოდესმე მოვა ამერიკაში, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს საქართველოს მეტასტაზივით მოედოს....