16 მარტს ფეისბუქ მომხმარებელმა ნონა შარაბიძე “ამერიკის ხმის” რუსულენოვანი სამსახურის სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. წარწერის მიხედვით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს კამალა ჰარისს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “არაადეკვატური ქცევის” უკან შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. იდენტური სქრინშოტი 2022 წლის ოქტომბერში სხვა ქართულ და რუსულენოვანმა (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშებმაც გაავრცელეს. სქრინშოტი, რომელიც “ამერიკის ხმის” სახელით ვრცელდება, გაყალბებულია. მსგავსი ინფორმაცია არც...