6 აპრილიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7,8) ფეისბუქ ანგარიშები სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველ ვიდეოს ავრცელებდნენ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ სასაზღვრო ქალაქ ვიბორგში ბირთვული იარაღის მობილური დანადგარები გამოჩნდა. ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, მასში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс-ის გადაადგილებას ვხედავთ, თუმცა, ის არა ქალაქ ვიბორგში, არამედ მოსკოვის სიახლოვეს, ქალაქ კოლჩუგინოშია გადაღებული. ვიდეო,...