10 მაისს ფეისბუკზე რუსულენოვანმა ანგარიშებმა გაავრცელეს პოსტები (1, 2), რომელთა მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოუწოდებს მთავრობებს აკრძალონ დამოუკიდებელი მედია, უკანონოდ გამოაცხადონ სიახლეების ისეთი წყაროებიდან მიღება, რომლებიც ძირითად მასმედიას არ მიეკუთვნებიან და დააპატიმრონ ხალხი, რომლებიც ეცნობიან ან/და აზიარებენ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც ფაქტ-ჩეკერების მიერ “დეზინფორმაციადაა” შეფასებული. ერთ-ერთ პოსტში ასევე დამატებით აღნიშნულია, რომ ირლანდიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც...