2023 წლის 23 მაისს Facebook მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას შეეხებოდა. პოსტის მიხედვით, დასავლეთმა საქართველოში მრავალი პრობლემა წარმოქმნა, მათ შორის, სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და აგვისტო ომი, რომლის დროსაც დასავლეთი საქართველოს მხოლოდ პამპერსებით, წყლითა და შეშფოთებით დაეხმარა. დავით მინდიაშვილის აზრით, დასავლეთს საქართველოში არცერთი ინვესტიცია არ განუხორციელება, ხოლო საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია...