აპრილის ბოლოს კანადაში ტყის ხანძრები გააქტიურდა. ივნისის დასაწყისში რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის კვებეკში გაჩენილმა ძლიერმა ხანძრებმა კი აშშ-ის რამდენიმე ქალაქის, განსაკუთრებით კი ნიუ-იორკის ინტენსიური დაკვამლიანება გამოიწვია. ამის ფონზე ქართულ და რუსულენოვანი ფეისბუქ-ანგარიშები აქვეყნებენ პოსტებს, რომელთა ძირითადი გზავნილებია: ხანძრები განზრახ გააჩინეს, რადგან მოსახლეობამ სოფლები დატოვოს და 15-წუთიან ქალაქებში დასახლდნენ; ვიდეო ადასტურებს, როგორ უშვებს თვითმფრინავი ტყეში ცეცხლის ნაკადს (1, 2, 3, 4);...