15 ივნისიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ გერმანიის ხელისუფლება ყველა ტიპის რძის პროდუქტის რეკლამირების აკრძალვას აპირებს. გავრცელებული პოსტების მიხედვით, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოზდემირმა ხორცის შემდეგ “ყველასათვის საზიანოდ” რძის პროდუქტები გამოაცხადა და თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ბრძოლის პირველ ეტაპად ამ პროდუქტების რეკლამირების აკრძალვას ასახელებს. ამასთან, პოსტების მიხედვით, ოზდემირი დარწმუნებულია, რომ...