29-30 ივნისს ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1,2) ფეისბუქ პროფილებმა და გვერდებმა (1,2) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოცემა Politico-ს მიხედვით, უკრაინის ტერიტორიის დასაბრუნებლად 20 მილიონი უკრაინელის სიცოცხლე იქნება საჭირო. პოსტების ნაწილს Politico-ს სტატიის სქრინშოტიც ახლავს, რომელზეც ვხედავთ სტატიის სათაურს: “20 000 000 სიცოცხლე მშვიდობისთვის”, ხოლო ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს რიცხვი, როგორც აღმოჩნდა, თითქმის მთელი სამუშაო ასაკის მოსახლეობის...