7 აგვისტოს ფეისბუქის ქართულ (1, 2,) და რუსულენოვანმა (1, 2) მომხმარებლებმა გაავრცელეს პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გაერომ ქრისტიანები გააფრთხილა, თუ ისინი სრულად არ მიიღებენ პედოფილიის ლეგალიზაციას, გარიყულნი იქნებიან საზოგადოებრივი ცხოვრებისგან და მასში მონაწილეობისგან. პოსტებში ასევე წერენ, რომ გაეროს ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის განცხადებით, რელიგიური თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მორწმუნეები სრულად მიიღებენ გლობალისტურ დღის წესრიგს,...