29 აგვისტოს უკრაინის ქალაქ დნიპროში პოლიციის ოფიცრებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც ორი არასრულწლოვანი ბავშვი, ზრდასრული ქალი და მამაკაცი ისხდნენ, მათ შორის ფიზიკური დაპირიპირებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მამაკაცს სამჯერ ესროლა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რაზედაც ზოგიერთი ფეისბუქ ანგარიში (1, 2, 3, 4), ასევე ფეისბუქ გვერდები “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” და publicist.ge წერდნენ, რომ ავტომობილის გაჩერების მიზეზი...