განახლება 12.10.2023: მასალას დაემატა ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები, რომლითაც დასტურდება, რომ ბარი, რომელიც კადრებში ჩანს, 2023 წლის იანვარში დაიხურა, შესაბამისად, სექტემბერში გადაღებულ ვიდეოში მისი ბანერი ვერ მოხვდებოდა. 25 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-მ და ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა ფიცხე ლა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაცვის წევრმა ნიუ-იორკის ბარში მოქალაქეებს მოუწოდა, “დიდება უკრაინას” დაეყვირათ, უარის მიღების...