30 სექტემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ბესო ბესო გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც, ავტორის მტკიცებით, ამერიკელი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის მოსაზრებებია ციტირებული. მოცულობით ციტატაში, რომელსაც პოსტის ავტორი კისინჯერს მიაწერს, ვკითხულობთ, თუ როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს, რომელიც დასავლური სისტემისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. სხვა მრავალ ანტი-ამერიკულ და ანტიდასავლურ მტკიცებასთან ერთად, პოსტის ავტორის მტკიცებით, კისინჯერი აღიარებს, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოყვანა აშშ-ში...