18-19 ოქტომბერს ქართულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2), ასევე რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები (1,2,3,4) და გვერდი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ირანში, ხორასანის პროვინციაში იმამ რეზას საფლავზე შავი დროშა აღმართეს, რაც ტრადიციის მიხედვით ომის გამოცხადებასა და შურისძიებისკენ მოწოდებას ნიშნავს. ინფორმაცია, რომ ირანში, იმამ რეზას სალოცავზე აღმართული შავი დროშა სიმბოლურად ომის გამოცხადებასა და შურისძიებისკენ მოწოდებას ნიშნავს, მცდარია. რეალურად, დროშა გლოვის სიმბოლოა...