27 ოქტომბერს რუსულენოვანმა ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა, Oleg Dor, გერმანიის საერთაშორისო მაუწყებლის — “დოიჩე ველეს” რუსულენოვანი სამსახურის ერთ-ერთი სტატიის სქრინშოტი გაავრცელა. სტატიის სქრინშოტს თან ერთვის ოთხი ახალშობილის ფოტო, სათაურში კი ვკითხულობთ: «გერმანიაში უკრაინელებმა დაიწყეს შვილების გაჩენა არაბებისგან და არ დაელოდნენ ქმრების ფრონტიდან დაბრუნებას». სტატიის თანახმად, უკრაინელი ლტოლვილები, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მიზნით, ბავშვებს თურქებისგან და არაბებისგან აჩენენ. სტატიის...