2023 წლის 13 ოქტომბერს ფეისბუქის ქართულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ავტორის მტკიცებით, ასახავს მკვლევარებს, რომლებმაც ინკების პირამიდაში არამიწიერი სიცოცხლის კვალს მიაგნეს. ვიდეოში ნაჩვენებია სამშენებლო ჯგუფი, რომელიც ტაძრის შესასვლელთან მუშაობს, რის შემდეგაც ვიდეო გადადის კადრზე, სადაც ადამიანები მიწისქვეშა დერეფანში გადაადგილდებიან, რომელიც ქვის ნაგებობებთან მიდის. ვიდეოს მომდევნო კადრი ასახავს ადამიანს, რომელიც უცხოპლანეტელების თავის ქალებს აღწერს, რის შემდეგაც...