4 ნოემბერს ყალბმა ფეისბუკ-ანგარიშმა “ბიწაძე ნანა” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქო იმ ადამიანებს, რომლებსაც სამზე მეტი ნათლია ჰყავთ, “გამონათვლის პროცედურას” ჩაუტარებს და თავიდან მონათლავს. პროცედურა კი ფასიანი იქნება, 70-80 ლარის ფარგლებში, არაუმეტეს 100 ლარისა. ციტატას თან ერთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი...