6 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა Kote Afxazi გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მარტის აქციების მონაწილე, დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს, სავარაუდოდ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელი ბანერი უჭირავს და უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს. ფოტოზე პარლამენტის უკან მდებარე ტერიტორია ჩანს. ფოტოს ონლაინ მედია ,,პუბლიკას“ ლოგო აქვს თანდართული. გავრცელებული პოსტი ფოტოფაბრიკაციას წარმოადგენს. რეალურად, ფოტო, ე.წ. ,,კარვების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 5...