12 ნოემბერს ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3.) გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებშიც ისინი ამტკიცებენ, რომ აფთიაქებში ნაყიდი კაფსულიანი მედიკამენტების დიდი ნაწილი შეიცავს გრაფენს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, პოსტის ავტორები მოუწოდებენ ხალხს, კაფსულები მაგნიტით შეამოწმონ. მათი თქმით, თუ მაგნიტი კაფსულას მიიკრავს, ეს იმის დამდასატურებელი იქნება, რომ წამალი ნამდვილად გრაფენს შეიცავს. პოსტებში ატვირთულია ვიდეოც, რომელშიც რუსულად მოსაუბრე მამაკაცი...