17 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდებმა (1, 2, 3, 4) და ანგარიშებმა (1, 2) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც ამტკიცებენ, რომ ლონდონში პირველი ჰუმანოიდი რობოტები გამოჩნდნენ. ზოგიერთი პოსტის აღწერის მიხედვით, ისინი ქალაქის ქუჩებში და მეტროსადგურებში დააფიქსირეს და აქვე აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები ერთ-ერთ ყავის მაღაზიაში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი შეუფერხებლად მუშაობენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების დროს. პოსტებს...