26 ნოემბერს კრემლისტურმა მედია ალტ-ინფომ და პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუქ-გვერდებმა (1;2), ასევე, პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და პარტია “ხალხის ძალამ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება გაიმართა, დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინელებს უთხრა, რომ ხელი არაფერზე მოეწერათ და “უბრალოდ, ეომათ”. მათი მტკიცებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მიზეზით ჩაიშალა. პოსტების ავტორებს...