29-30 ნოემბერს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ (1,2,3,4,5,6) მათ შორის Комсомолская Правда-მ, Царград-მა, Арегументы и Факты-მ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში გამოჩნდა სააგიტაციო ბუკლეტები, რათა ხანდაზმულები წაახალისონ, ფრონტზე წავიდნენ. ბუკლეტებზე იკითხება სლოგანებიც “შენი წილი უკვე იცხოვრე — წადი ფრონტზე” (Ти вже пожив своє – йди на фронт!); “უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება არასდროს არის გვიანი” (Ніколи не пізно записатися...