20-22 იანვარს ფეისბუქზე გავრცელდა (1, 2, 3, 4, 5, 6) ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გადაღებული. იგივე ვიდეო პორტალმა Georgia First NEWS (საქართველო უპირველეს ყოვლისა) და ფეისბუქ გვერდმა მოძრაობა ძლევაი საკვირველმაც გაავრცელა. პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, თითქოს, “პრორუსი ეგზარხოსებისგან” გაათავისუფლეს, “ზელენსკის რეჟიმს” აქვს მიტაცებული და წირვა-ლოცვის ნაცვლად მუსიკალური წარმოდგენები...