25 იანვარს ყოფილმა სამხედრომ, ერმილე ნემსაძემ ლაივ-ვიდეოში თქვა, რომ ევროკავშირი ითხოვს, საქართველომ ჰაგიოგრაფია სასკოლო მასალიდან სრულად ამოიღოს. მისივე მტკიცებით, ქართული სკოლის “რელიგიური საკითხებისგან დაცლა” ევროკავშირის მითხოვნაა. ერმილე ნემსაძე: [გია მურღულია] აცხადებს, რომ სკოლებში შესაძლებელია, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების მასშტაბები შემცირდეს და ნაცვლად თანამედროვე ლიტერატურა შევიდესო. ჯერ ერთი, მე მინდა გითხრათ, არაფერი შემცირდეს, საერთოდ უნდა იქნას ამოღებული, ეს...