8 ივლისს გიორგი ახვლედიანის საავტორო გადაცემაში «ლიბერალიზმის ანატომია«, რომელიც პროსახელისუფლებო POSTV-ის ეთერში გადის, ჟურნალისტმა დათა გვასალიამ თქვა, რომ 2018 წელს კომპანია Disney-მ საბავშვო კლინიკების დასაფინანსებლად გამოყო 100 მილიონზე მეტი და, მათ შორის, დააფინანსა გენდერული კლინიკები — ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფო, ბლანკის ბავშვთა საავადმყოფო, ტეხასის ბავშვთა საავადმყოფო, ლოს ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფო და ონლაინ სამედიცინო პორტალი, რომელიც ბავშვებს...