11-12 იანვარს კრემლის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა tsargrad.tv-მ და topwar.ru-მ, სხვა არაერთმა რუსულენოვანმა გამოცემამ (1, 2, 3), ასევე ქართულმა (1, 2) და რუსულენოვანმა (1, 2, 3, 4) ფეისბუქ-ანგარიშებმა ეკლესიაში გაჩენილი ხანძრის ვიდეო გამოაქვეყნეს. მათი მტკიცებით, უკრაინაში, ვოლინის ოლქის სოფელ ოვადნეს ტაძარს ცეცხლი იმის შემდეგ წაუკიდეს, რაც მისმა წინამძღვარმა უკრაინის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადასვლაზე უარი თქვა. ვიდეო მცდარი აღწერით...