12 იანვარს ფეისბუკ-ანგარიშებზე (1, 2, 3) გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის სექტემბერს, გაეროს ეგიდით, მომავლის სამიტი ტარდება, სადაც ერებისა და ქვეყნების არსებობის საკითხი გადაწყდება. ფეისბუკ-ანგარიშების თანახმად, სამიტისთვის მზადდება კანონპროექტები ტყის მასივების, მიწისა და წყლის რესურსების ერთობლივ მართვაზე, რაც მათივე განმარტებით, ერებისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევას და გაეროს უკან მდგარი პლუტოკრატების საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს. ინფორმაცია, თითქოს 2023...