2021 წლის 28 დეკემბერს Facebook მომხმარებელმა “Tamuna Tamo” ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა ლეპტოპები და მობილური ტელეფონები, წარსულშიც არსებობდა, თუმცა ამ ფაქტს მოსახლეობას უმალავდენ. მტკიცება, თითქოს თანამედროვე ტექნოლოგიები წარსულშიც არსებობდა, კონსპირაციული თეორიაა და იმ აზრის დასამკვიდრებლად გამოიყენება, თითქოს მთავრობები მოსახლეობას ტექნოლოგიურ პროგრესს უმალავენ, რათა ამისგან სარგებელი მიიღონ და მოსახლეობას იმაში...