21-22 იანვარს საეჭვო, რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია (1,2), რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკებს არ გადასცემს, უკრაინა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გახმობით იმუქრება. გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შემდეგი განცხადება გააკეთა: “ყველაფერს აქვს ზღვარი, ცარიელი დაპირებებით დავიღალეთ. ან გერმანია დაუყოვნებლივ გადმოგვცემს ტანკებს, ან ჩვენ გავიხმობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩვენს განაცხადს” ინფორმაცია, რომ იმ...