2023 წლის 24 ოქტომბერს, Facebook მომხმარებელმა “Salome Shonia,” რომელიც დეზინფორმაციის რეგულარული გამავრცელებელია, აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მისიის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. მომხმარებლის პოსტის თანახმად, NASA-ს მიერ გამოაქვეყნებული Artemis 1-ის მთვარეზე გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია აჩვენებს, რომ დედამიწას რეალურად დისკის ფორმა აქვს. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ NASA-მ შეცდომა მალევე გააანალიზა და კადრები მოჭრა. ავტორი...