7-8 თებერვალს ქართული (1,2,3,4) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ნაწყვეტს თურქულენოვანი სიუჟეტიდან, რომელშიც ღამის ცაზე ამოუცნობი ნათება ჩანს. ფეისბუქ ანგარიშების ნაწილის მიხედვით, თურქეთში ცდილობენ დაადგინონ რამ გამოიწვია უცნაური ნათება ცაზე მიწისძვრამდე და მიწისძვრის დროს, ხოლო ნაწილის მტკიცებით, აღნიშნული მოვლენა იმაზე მიანიშნებს, რომ მიწისძვრები თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნურად გამოიწვიეს. გარდა ამისა, 6-9 თებერვალს ქართულენოვანი ანგარიშები (1,2,3,4)...