15 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1,2,3) ხანძრის ვიდეო გაავრცელეს. პოსტების აღწერის მიხედვით, ხარკივში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შენობას ცეცხლი მობილიზაციის გამო წაუკიდეს. 14-15 თებერვალს ინფორმაცია ხარკივში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის პუნქტის დაწვის შესახებ ვიდეოდან ამოჭრილ ფოტოსთან ერთად რუსულენოვანმა მედიებმაც (1,2) გაავრცელეს, მათ შორის Nеws Front-მა. იმავე აღწერით ვიდეო რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1,2,3,4,5,6) გამოაქვეყნეს. ვიდეო იუთუბზეც გავრცელდა...