ქართულ მედიაში პერიოდულად ჩნდება სპეკულაციები 1999 წელს კოსოვოში NATO-ს საჰაერო ოპერაციის შესახებ, რომელიც იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგალითად, 2016 წლის 5 ოქტომბერს, «საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა გრიგოლ მეზვრიშვილის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობს: «ნატოს ძალებით მანამდე ბომბავდნენ მართლმადიდებელ სერბეთს, სანამ არ დააჩოქეს და არ...