გაზეთ «ასავალ-დასავალი”-ს 2017 წლის 6-12 მარტის ნომერში გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის კორესპონდენტის გიორგი ფოფხაძის ინტერვიუ, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ საფრანგეთი, როგორც წესი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებს არ ასრულებს. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ კი მან საინტოლოგებისა და იეჰოვას მოწმეების საქმე დაასახელა. გიორგი ფოფხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის კორესპონდენტი: „საერთოდ საფრანგეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, იგნორირებას უკეთებს! მაგალითად,...