გაზეთ „ასავალ დასავალის“ 16-22 ივნისის გამოშვებაში ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების” წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ და რომ საქართველოში ირანელების მასობრივი ჩამოსახლება მიმდინარეობს. ნიკოლოზ მჟავანაძე: „..ჩვენი ხელისუფლების ზღვარგადასული ტოლერანტობის გამო, თბილისი უკვე გადაივსო აქ ჩამოსახლებული უცხოტომელებით! ჩემი ინფორმაციით, თბილისში ბინების 70%-ს ირანელები ყიდულობენ! მიმდინარეობს მათი მასობრივი ჩამოსახლება! თანაც ესენი მთელ კორპუსებს ყიდულობენ...