მოსაზრება, რომლის თანახმად დასავლეთთან ინტეგრაცია ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსული ნარატივის ნაწილია, ხოლო საქართველოში მის კულტივირებას ძირითადად ანტი-დასავლური ძალები ახდენენ. სინამდვილეში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას შესაბამის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში აფხაზეთის და ცხინვალის, ამჟამად ოკუპირებულ, რეგიონებთან ერთად. არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული პრობლემები ჰქონდათ, ასევე, ადასტურებს, რომ ევრო-ატლანტიკური...