საქართველოს სახელმწიფო დასავლეთის სახელმწიფოებისა და კერძო მეცენატებისგან განათლების სფეროს განვითარებისთვის მრავალი წელია მნიშვნელოვან დახმარებას იღებს. დახმარება რამდენიმე სახის არის. საქართველო იღებს ფინანსურ დახმარებას გრანტებისა და სესხების სახით იმისთვის, რომ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდეს. სესხებს შორის მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის სესხი, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შემუშავება მოხდა. რაც შეეხება გრანტებს, მაგალითად ასეთი...