ბოლო დროს ცალკეული პირები თუ დაინტერესებული ჯგუფები თესავენ ეჭვებს, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და შეუძლია თუ არა დასავლეთს საფრთხეებისგან ჩვენი დაცვა. ერთ-ერთი გავრცელებული გზავნილი, რომელსაც ამ მიზნით სხვადასხვა ჯგუფები ხშირად მიმართავენ, იდენტურ ფრაზეოლოგიაში გამოიხატება, რამაც ერთგვარი მესიჯბოქსის სახეც კი მიიღო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამერიკა საქართველოს...