ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან ჩვილ ბავშვთა ნათლობა დანაშაულად ჩაითვლება. სხვადასხვა საინფორმაციო პორტალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იდენტურია. news.vitube.ge — სა და mediacity.ge -ზე გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნულია, რომ მათი ინფორმაცია იტალიურ პრესას ეყრდნობა, თუმცა კონკრეტული წყარო მითითებული არსად არის. გარდა ამისა, ინფორმაცია არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიცავს კონკრეტულ დოკუმენტურ მითითებას....