10 მარტს Sputnik-Georgia-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთან ზურაბ ჩეკურიშვილთან ინტერვიუ, სათაურით «სოფლის მეურნეობის სამინისტრო: საქართველო თავის ტრადიციულ ბაზარს უბრუნდება” გამოაქვეყნა. ინტერვიუში ზურაბ ჩეკურიშვილი ევროკავშირთან შედარებით რუსული ბაზრის უპირატესობაზე საუბრობს. ზურაბ ჩეკურიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი: «ჩვენ ახლა შევედით რუსულ და ევროპულ ბაზარზე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ევროპაზეც, რუსეთზეც, აზიაზეც, რასაც აკეთებს კიდეც სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ნახეთ,...