«უფლებადამცველთა გაერთიანების» თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება, თითქოს პოლონეთში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრძალულია, წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას. მსგავსი სახის განცხადება ევრაზიული კავშირის თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ 2015 წლის ივლისში გააკეთა. «მითების დეტექტორი» მაშინაც წერდა, რომ მსგავსი სახის რეგულაციები პოლონეთში არ არსებობს. მეტიც, 2015 წლის მონაცემებით, პოლონეთში 45 000 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო დარეგისტრირებული. პოლონეთის მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი გადასახადებიდან 1% კონკრეტულ ორგანიზაციას გადაურიცხონ. მეორეს...