2 დეკემბერს ფეისბუკისა და ინსტაგრამის ანონიმურ რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2) გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთში, კურშაველში, 88 მილიონად სასტუმრო შეიძინა. პოსტის მიხედვით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “Palace des Neiges” SBM Group-მა Film Heritage Inc-ს მიყიდა. ამავე აღწერის მიხედვით, Film Heritage Inc ოფშორული კომპანიაა, რომლის მფლობელები ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა არიან. პოსტებში ასევე წერია,...