4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომელიც, ჟურნალისტის წარდგენის მიხედვით, “ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში სავარაუდო წარმომადგენლად განიხილება”. ინტერვიუში ლოუ საუბრობდა, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, ევროკავშირში შესასვლელად მუშაობა გააგრძელოს, ასევე, განიხილავდა აშშ-ის “უსამართლო ქმედებებს” ქვეყანასთან მიმართებით. აღნიშნული ციტატები, როგორც ინტერვიუ პირთან, რომელიც ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურ წარმომადგენლად განიხილება, გაავრცელეს სხვა მედიასაშუალებებმაც: იმედმა (1;2;3;4);...